უკრაინა ძალიან ახლოსაა საკუთარი ბალისტიკური აღჭურვილობის ქონასთან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა BBC Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, თუ როდის ვნახავთ უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს და მათ რეგულარულ გამოყენებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.
„უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ბალისტიკური სისტემა ექნება. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს არის ყველაფერი, რისი საჯაროდ თქმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია,“ - აღნიშნა შმიგალმა.